ზურა ყიფშიძე
იერსახე
ზურა ყიფშიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | ზურაბ ყიფშიძე |
დაბადების თარიღი |
10 აგვისტო, 1953 თბილისი, საქართველოს სსრ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1966– |
შვილ(ებ)ი | გიორგი ყიფშიძე, ელენე ყიფშიძე (უმცროსი), ლენუკა ყიფშიძე |
მშობლები |
მამა: ავთო ვერულეიშვილი დედა: ელენე ყიფშიძე |
ზურა ყიფშიძე (დ. 10 აგვისტო, 1953, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1988).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზურაბ ყიფშიძე დაიბადა 1953 წლის 10 აგვისტოს, ქალაქ თბილისში.
1970–1971 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. შემდეგ გადავიდა მოსკოვში და 1976 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (გერასიმოვისა და მაკაროვას სახელოსნო).
1976 წლიდან გახდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი. პრემია „ნიკას“ ლაურეატი (1997).
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„იმ 50-60 ფილმიდან რომელშიც გადამიღეს, ყურადსაღები და საინტერესო შეიძლება იყოს სადღაც ათი ფილმი, მაგრამ აქ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც „როცა აყვავდა ნუში” აღმოჩნდა. ალბათ იმიტომ რომ პირველი ფილმი იყო, რომელიც ახალგაზრდობის მტკივნეულ პრობლემას ეხებოდა.[1]“
| |
(ზურა ყიფშიძე)
|
- 1966: „მაცი ხვიტია“ (პატარა კოჭოია) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1971: „წუთისოფელი“ (აფრასიონი) რეჟისორები შოთა მანაგაძე, ნოდარ მანაგაძე
- 1972: „როცა აყვავდა ნუში“ (ზურა) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1974: „Дочки-матери“
- 1976: „Трын-трава“
- 1977: „ყუთები“ რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1977: „ბენზინის ჩამომსხმელი“ (მძღოლი) რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1978: „იმედის მწვანე კუნძული“ (გოგი) რეჟ. ომარ გვასალია
- 1979: „წინაპართა მიწა“ (ლაშა) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გიული ჭოხონელიძე
- 1980: „კიკვიძე“ (კიკვიძე) რეჟისორები გიორგი კალატოზიშვილი, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1980: „მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი)“ (მასწავლებელი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1981: „კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“ (ოთარი) რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1981: „გზა შინისაკენ“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
- 1982: „მიიღეთ გამოწვევა სენიორებო“ (ფაბრიციო) რეჟ. კონსტანტინე (კოტე) სურმავა
- 1984: „მატარებელი“ რეჟ. ვახტანგ კოტეტიშვილი
- 1984: „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ (ელიზბარ წერეთელი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1984: „ამბავი სურამის ციხისა“ (დურმიშხანი) რეჟისორები დოდო აბაშიძე, სერგო (სარგის) ფარაჯანოვი
- 1985: „არსენას ლექსი“ (ზაალ ბარათაშვილი, ფარსადანი, ოფიცერი, კუჭატნელი) რეჟისორები ნანა ხატისკაცი, თენგიზ მაღალაშვილი
- 1985: „ნეილონის ნაძვის ძე“ რეჟ. რეზო ესაძე
- 1985: „ბაგრატიონი“ რეჟისორები ყარამან (გუგული) მგელაძე, გიული ჭოხონელიძე
- 1986: „თოვლის ბაბუა“ (კოტე) რეჟ. მიხეილ ანთაძე
- 1986: „არგონავტები“ (იაზონი) რეჟ. ევგენი გინზბურგი
- 1986: „ელისა და რარუს თავგადასავალი“ რეჟ. გურამ პეტრიაშვილი
- 1987: „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“ (ალბერ ლოლიში) რეჟ. მერაბ თავაძე
- 1989: „გიგა, ანგელოზი და სხვები“ (შულერი - ზურა) რეჟ. ირინა კვირიკაძე
- 1989: „ცოდვის შვილები“ (მგელიკა) რეჟ. გოდერძი ჩოხელი
- 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (ჰამლეტი, დანიის პრინცი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1989: „მარტოხელა მონადირე“ (ანდრო) რეჟ. ქეთი დოლიძე
- 1990: „ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში“ (ისმაილოვი) რეჟ. ირაკლი კვირიკაძე
- 1990: „ალყა“ (მეფე) რეჟ. ომარ გვასალია
- 1991: „კედელი“ (ალექსანდრე დიდებულიძე) რეჟ. ზაზა ბუაძე
- 1992: „ოქროს ობობა“ (დოცენტი გუჯაბიძე) რეჟისორები მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია
- 1992: „ანას დაბადების დღე“ რეჟ. ლია ჯოჯუა
- 1993: „ექსპრეს-ინფორმაცია“ (დუგლასი) რეჟ. ელდარ შენგელაია
- 1993: „ბედიანი“ რეჟ. გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი
- 1994: „THE FLASH ART“
- 1994: „ჩაკლული სული“ (არტურ ბერზინი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1996: „წარსულის აჩრდილები“ რეჟ. ლევან თუთბერიძე
- 1996: „ვან გოგის ყური“ რეჟ. ალექსანდრე (სანდრო) ვახტანგოვი
- 1996: „ორფეოსის სიკვდილი“ (ვახტანგ ითრიელი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1998: „Время танцора“
- 1998: „ქარაგმა“ რეჟ. ალექსანდრე (სანდრო) ვახტანგოვი
- 1999: „მარტოობის ორდენის კავალერი“ რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე
- 2000: „ძვირფასო მ.“ რეჟ. ოთარ შამათავა
- 2000: „Мистерии“ (კოკა)
- 2000: „სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში“ რეჟ. გიორგი გაჩეჩილაძე
- 2001: „უჩინარი“ (გელა სანიძე) რეჟ. გიორგი კახაბრიშვილი
- 2001: „ანთიმოზ ივერიელი“ (მეფე ბრინკოვიანუ) რეჟ. გიული ჭოხონელიძე
- 2002: „დრონგო“ (გურამ ხოტივარი)
- 2002: „გამყინვარების ეპოქა“ (გურამ პავლიკაძე) რეჟ. ა. ბურავსკი
- 2002: „ობლები“ რეჟ. ზურაბ თუთბერიძე
- 2003: „კიდევ ერთი ქართული ისტორია“ რეჟ. ერეკლე ბადურაშვილი
- 2005: „მიდიოდა მატარებელი“ (გენო, პოეტი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 2008: „საზღვაო პატრული“ (რომეო, ყოფილი კანონიერი ქურდი) რეჟ. ე. სეროვი, ვ. ჩიგინსკი
- 2008: „Васильевский остров“
- 2008: „სამი სახლი“ რეჟ. ზაზა ურუშაძე
- 2009: „გოგონა სლაიდიდან“ (ნათიას მამა) რეჟ. გიორგი აგლაძე
- 2009: „კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბაღში 2)“ რეჟ. ვანო ბურდული
- 2013: „ჩემი საბნის ნაკეცი“ რეჟ. ზაზა რუსაძე
- 2013: „ტრაქტორი“ რეჟ. გიორგი მეგრელიშვილი
- 2013: „ძნელია იყო ღმერთი“ (ზურაბი) რეჟ. ა. გერმანი
ნათამაშები როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თუმანიშვილის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იაკობ ცურტაველი „შუშანიკის წამება“ (პიტიახში ქართლისა და ჰერეთისა) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- სერგეი სუხოვო-კობილინი „საქმე“ (ტარელკინი) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- მოლიერი „დონ ჟუანი“ (დონ ჟუანი) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- თორნტონ უაილდერი „ჩვენი პატარა ქალაქი“ (არჩილ გამრეკელი) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- დავით კლდიაშვილი „ბაკულას ღორები“ (პორფირი) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- უილიამ შექსპირი „მეფე ლირი“ (მეფე ლირი) რეჟ. ზურაბ გეწაძე
რუსთაველის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პედრო კალდერონი „ცხოვრება სიზმარია“ (სეხისმუნდო) რეჟ. რობერტ სტურუა
მარჯანიშვილის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავგუსტ სტრინდბერგი „მამა“ რეჟ. თემურ ჩხეიძე
- იასმინა რეზა „ART - ხელოვნება“ (მამია) რეჟ. თემურ ჩხეიძე
თეატრი ათონელზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სლავომირ მროჟეკი „ემიგრანტები“ რეჟ. ირაკლი აფაქიძე
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1988 — საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი[2]
- 1990 — გრანპრი სპქტაკლში „დონ ჟუანი“
- 1997 — „ოქროს ნიღაბი“ / სპექტაკლი „მამა“
- 1998 — რუსეთის კინოაკადემიის მთავარი პრიზი „ნიკა“ / ფილმი „მოცეკვავის დრო“
- 1999 — გრანპრი / სპექტაკლი „მამა“
- 2017 — წლის საუკეთესო მამაკაცი / სპექტაკლისთვის „მეფე ლირი“ / საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია
- 2017 — წლის საუკეთესო მამაკაცი / სპექტაკლისათვის „მეფე ლირი“ / თეატრის კრიტიკოსთა კავშირი
- 2024 — თბილისის საპატიო მოქალაქე[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზურა ყიფშიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზურა ყიფშიძე — ეროვნული ფილმოგრაფია
- ზურა ყიფშიძე კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ლეგენდა ლენაზე (ზურა ყიფშიძისა და ელენე ყიფშიძის დედაშვილობის ამბავი)
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1988. № 9. გვ. 17.
- ↑ „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)